აპრილი 19, 2026

მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს

ივლისი 10, 2025 0 43ნახვა

მეცნიერებმა შავი ხვრელების უმსხვილესი შერწყმა დააფიქსირეს . ორი ობიექტი ერთ შავ ხვრელად გარდაიქმნა, რომლის მასაც ახლა ჩვენი მზის მასას 225-ჯერ აღემატება.

ფენომენი სახელწოდება GW231123 2023 წლის 3 ნოემბერს დაფიქსირდა, თუმცა მონაცემების დეტალური ანალიზი მხოლოდ ახლა დასრულდა.

მეცნიერების თქმით, ასეთი მასიური შავი ხვრელები ვარსკვლავების ჩვეულებრივი ევოლუციის შედეგად ვერ წარმოიქმნება. ერთ-ერთი ვერსიის მიხედვით, ეს ობიექტები შესაძლოა უფრო მცირე შავი ხვრელების ადრეული შერწყმის შედეგი ყოფილიყო. გარდა ამისა, ორივე შავი ხვრელი უკიდურესად სწრაფად ბრუნავდა – დედამიწის ბრუნვის სიჩქარეზე თითქმის 400 000-ჯერ სწრაფად.

აქამდე დადასტურებულად ყველაზე მასიურ ორმაგ შავ ხვრელად GW190521 ითვლებოდა, რომლის ჯამური მასაც მზის მასას 140-ჯერ აღემატებოდა.

დატოვე კომენტარი

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იქნება. სავალდებულო ველების მონიშვნის ნიშანი *